ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

28 ნოემბერს დასრულდა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ნინო ბურჯანაძე ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მიწვევით დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას „დემოკრატიული პროცესების სტაბილიზაცია - შანსები და გამოწვევები“.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ბურჯანაძემ ოფიციალური შეხვედრები გამართა გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

ნინო ბურჯანაძე გერმანიის საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გერმანიის კანცლერის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერ ლამერტს და ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა.

ასევე შედგა შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან.


ნინო ბურჯანაძემ სპეციალური მიწვევით შეხვედრები გამართა ბერტელსმანისა და კონრად ადენაუერის ფონდებში, სადაც საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერპექტივებს შეეხო.


ვიზიტის ფარგლებში, ნინო ბურჯანაძემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

FaceBook Twitter Google