ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: რატომ არ ჰყავს კახი კალაძეს ალტერნატივა? უზენაესია თუ მამაზეციერი?
„ძალიან ნიშანდობლივია ის განცხადებები, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდის სხვა სახეები აკეთებენ კახი კალაძის უალტერნატივობასთან დაკავშირებით. ისე ააშენა თბილისი და ისეთი საოცრებები ჩაატარა ახლანდელმა ქალაქის მერმა, რომ ახლა ვისაც დააყენებთ მას ალტერნატივა არ ეყოლება?“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას კახი კალაძის უალტრენატივობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება კალაძე ნამდვილად არ იქნება უალტერნატივო და მისთვის გაუგებარია ასეთ შემთხვევაში რისი იმედი აქვთ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ როგორც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, როდესაც ნახევარმა საქართველომ მისი სახელი და გვარიც არ იცოდა და ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ხათრით მისცა ხმა ახლაც ასე მოხდება
„ კახი კალაძე გახლავთ ნადვილად საპატივსაცემო ფეხბურთელი, მიუხედავად ერთი-ორი ავტოგოლისა. ეს შეიძლება ყველას მოუვიდა, როგორც ფეხბურთში, ისე პოლიტიკაში, მე მას ამის გულისთვის არ ვაკრიტიკებ, მაგრამ კახი კალაძე ნამდვილად არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც უალტერნატივო უნდა იყოს თბილისის მერის არჩევნებში. უალტერნატივო „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება მაშინ თუ არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ჩატარდა და თუ ქართველი ხალხი ისევ დაიბრმავებს თავს და გადაწყვეტს, რომ არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს ან ივანიშვილის მილიარდების ხათრით ისევ „ქართულ ოცნებას შემოხაზავს,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google