ახალი ამბები
დიმიტრი ლორთქიფანიძე: საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მხრივ იუსტიციის სამინისტრო ერთპიროვნულად „ლიდერობს“
„საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის სისტემური მახასიათებელია და ამ კუთხით, როგორც ჩანს იუსტიციის სამინისტრო „ლიდერობს“,-ასე შეაფასა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სახალხო დამცველის მიერ იუსტიციის მინისტრისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
მისი თქმით, 2017 წლის 20-22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მასთან დაკავშირებული 10 სსიპის ხელმძღვანელი სამართალდამრღვევებად სცნო, სწორედ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფაქტზე.
„აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2017 წლის 4 აპრილიდან არაერთგზის მიმართა იუსტიციის სამინისტროს წერილობით, 2012-2017 წლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მათზე გასხვისებული მიწის სავარგულების საერთო ფართობის მითითების მოთხოვნით, მაგრამ დღემდე პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიგვიღია. შესაბამისად ვთვლით, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეც იმავე ხვედრს უნდა იზიარებდეს, რასაც ქალბატონი მინისტრი და დანარჩენი 10 სსიპის ხელმძღვანელობა,“-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

FaceBook Twitter Google