ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის გამთლიანება - ამისთვის საჭიროა გაბედული ნაბიჯები და არა ის სიბრიყვე, რაც ქართულ პოლიტიკაში სუფევს
ჩვენ უნდა ვცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - ამისთვის საჭიროა ძალიან გაბედული და სწორი ნაბიჯები და არა ის სიბრიყვე, რაც დღეს, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში სუფევს, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.

ბურჯანაძემ თანაპარტიელებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

”პირველ რიგში გვინდა ქედი მოვიხაროთ ამ ომში დაღუპული ახალგაზრდების და ყველა დაღუპულის წინაშე. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. გვინდა მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს და დავარწმუნოთ, რომ მათი შვილების და ამ გმირების ხსოვნა ყოველთვის იქნება მომავალი თაობების გულში. იმავდროულად გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ გამეორდეს. ჩვენ უნდა ვცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - ამისთვის საჭიროა ძალიან გაბედული და სწორი ნაბიჯები და არა ის სიბრიყვე, რაც დღეს, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში სუფევს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google