ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დალაპარაკება პრორუსულობა და კრემლის აგენტობა გახდა, არის სიბრიყვე
პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის ხელისუფლების მიმართ არის უკიდურესად დაგვიანებული, თუმცა თუ ეს საქმეს წაადგება, მე მას არ გავაკრიტიკებ, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის მიმართვას.
„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ დიალოგი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, ვიდრე სიტუაცია გაუარესდებოდა და უკიდურესად მძიმე ჩიხში შევიდოდა. ბურჯანაძის განმარტებით, მეორე მხარეს მაშინ უნდა მიმართო, როდესაც ჯერ კიდევ წელში გამართულს და ფეხზე მყარად მდგომს შეგიძლია საუბარი.

„ის, რაც საქართველოში ხდება და ხდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ის, რასაც ამ 5 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებდა, არის სიბრიყვე. დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი და ამერიკის შტატების პრეზიდენტი შეხვდებიან ერთმანეთს და დიალოგს გამართავენ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიომ იხილა, თუ რა უმძიმეს შეურაცხოფას აყენებდნენ ერთმანეთს, მაგრამ დიალოგი მაინც გარდაუვალი გახდა. ჩვენთან კი ამას ვერ ხვდებიან ან თუ ხვდებიან - ძალიან გვიან. ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში დალაპარაკება, მოლაპარაკება პრორუსულობა და კრემლის აგენტობა გახდა, ყველა ჩვენგანის სირცხვილი და ერის იმ ნაწილის სიბრიყვეა, რომელიც ასე ღაღადებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30