ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე : უკვე დიდი ხანია „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია კითხვის ნიშნებს აჩენს
„არ დამავიწყდება მე და საზოგადოებას „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან სამდღიანი დუმილი, როდესაც მათი პარლამენტში შესვლის საკითხი წყდებოდა. არ დამვიწყებია მათი განცხადება, რომელშიც ამბობდენენ, რომ თუ არჩევნებში ხელისუფლება ციფრებში მინიმუმ 20 %-ით არ ასახავდა მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერას, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს მიმართვდნენ,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ უკანსკნელ პოზიციებთან დაკავშირებით.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დაანონსებული აქციები არავის უნახავს და თუმცა ყველამ მოისინა დავით თარხან-მოურავის განცხადება, სადაც აღნიშნა რომ დაელოდებოდა სამი ათასი ხმის გადათვლის პროცესს, რომლიც შესაძლებელს ხდიდა ბარიერის გადალახვს.
„ეს იყო პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ მათ არ სურდათ ხელისუფლების გაბრაზება და ელოდებოდნენ მოწყალებად გადმოგდებულ ნახევარ პროცენტს.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ ერთადერთი გზა რითაც შესაძლებელი იყო ხელისუფლებისთვის შეგვექმნა სერიოზული პრობლემა გახლდათ ოპოზიციის მხრიდან საერთო მერობის კანდიდატით ბრძოლა. თუმცა ამ შემთხვევაშიც „პატრიოტთა ალიანსმა“ სრულიად მოულოდნელად საკუთარი კანდიდატი დააყენა და განაცხადა, რომ სერიოზული კონსულტაციები ოპოზიციაში ამ თემაზე არ ყოფილა.
„მე არ ვიცი რას გულისხმობენ სიტყვა სერიოზულში, მაგრამ ტელევიზიითაც კი გაშუქდა კახა კუკავას შეხვედრა მათ ლიდერებთან, სადაც იყო ღია და დახურული მოლაპარაკებები. ამასთანავე ჩვენი მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის და მერობის კანდიდატად მხარს დავუჭერდით,როგორც საერთო უპარტიო ასევე სხვა პარტიის წევრსაც კი ოპოზიციური ერთობის შესანარჩუნებლად. თუმცა ამ შეთხვევაშიც “პატრიოტთა ალიანსში” გადაწყვიტეს ყველასთან შეუთანხმებლად დაეყენებინათ საკუთარი კანდიდატი , რათა არ შედგარიყო ოპოზიციის ერთობა. ეს არ ბადებს საფუძვლიან კითხვებს?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31