ახალგაზრდული ფრთა
ბესიკ დანელია
დაიბადა 1979წლის 16 ივნისს, ქ.თბილისში.
2000 წელს ბესიკ დანელიამ დაამთვარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი -კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი, ხოლო 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი.
სხვადასხვა წლებში ბესიკ დანელია მუშაობდა:
2003-2004 წწ. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“ - პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი – იურისტი;
2003-2005 წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ,,იურიდიული დახმარების ცენტრი,,  - კონსულტანტი;
2004-2005 წწ. ,,სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრი” პროექტი ;
,,სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი’’ - ექსპერტ-იურისტი;
2005 წ. ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია,,ისნის საოლქო საარჩევნო კომისია - იურისტი;
2006 - 2009 წწ. სააქციო საზოგადოება ,,ქართუ ჯგუფი”-ს ,,უძრავი ქონების” დეპარტამენტის” - უფროსი;
2006 წწ. სააქციო საზოგადოება ,,ქართუ ჯგუფი”-ს იურიდიული დეპარტამენტი სამართლებრივი ანალიზის ექსპერტი;
2005-2006 წწ. საადვოკატო ბიურო ,,ხაბურძანია, აბაშიძე და პარტნიორები’’ - ადვოკატი
2008 წლიდან დღემდე არის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“–ს ახალგაზრდული ფრთიოს თავჯდომარე.
ბესიკ დანელია არის რამოდენიმე პუბლიცისტური სტატიის ავტორი
ჰყავს მეუღლე და შვილი

ბექა პეტრიაშვილი

დაიბადა 1992 წლის 7 მაისს ქ. თბილისში . 2010 წელს დაამთავრა თბილისის 166 საჯარო სკოლა და ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. 2015 წელს დაამთავრა „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა“ (GFSIS).

ბექა პეტრიაშვილი 2011 წლიდან იყო დემოკრატიული მოძრაობის ვაკის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2011 წლის 6 ივლისს დააკავეს 26 მაისის აქციებზე მონაწილეობის გამო, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით აღიარებული იქნა პოლიტპატიმრად და საპყრობილედან გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით. ამჟამად არის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

 

FaceBook Twitter Google