ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება ამ ორი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესზეა დამოკიდებული"
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.



ნინო ბურჯანაძე კიევში, ბრუკინგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის საზღვრები“ სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოსა და უკრაინის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელა. 

მისი თქმით, სწორედ დემოკრატიულ პროცესებზეა დამოკიდებული ამ ორი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტუქტურებთან დაახლოება.

ვიზიტის ფარგლებში,  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე უკრაინის რადას თავმჯდომარე ვლადიმერ ლიტვინსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

უკრაინიდან ნინო ბურჯანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

იგი საქართველოში  22 დეკემბერს დაბრუნდება.
FaceBook Twitter Google