ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე და „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.
ბატონი გია გახლდათ დიდი ქართველი მაესტრო. მე პირადად მქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, მისი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებაში შეუფასებელია. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტის ცხოვრება და შემოქმედება ნამდვილად უაღრესად საინტერესოდ განვითარდა. დიდი მაესტროს შემოქმედების მასშტაბი ყოველგვარ საზღვარს გაცდა. ლეგანდარული ქართველი კომპოზიტორის მიერ შეიქმნა უამრავი შედევრი ქართული ფილმოგრაფიისთვისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის. სულ ახლახანს იგი დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო კომპოზიტორების სამეულში. ბატონი გია ასევე გახლდათ არაჩვეულებრივი ადამიანი, შესანიშნავი მეუღლე და მშობელი, მოსიყვარულე ბაბუა, ერთგული მეგობარი და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქართველი. ბატონი გიას გარდაცვალება არის უდიდესი დანაკარგი როგორც პირადად ჩემთვის, ასევე მთლიანად ქართული და მსოფლიო კულტურისათვის.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" სამძიმარს უცხადებს დიდი მაესტროს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და მათ გამძლეობასა და სულის სიმხნევეს უსურვებს
FaceBook Twitter Google