ახალი ამბები
„დემოკრატიული მოძრაობა“ მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს.
ამ გამარჯვების მიღწევაში ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა. ასიათასობით ჩვენი თანამემამულე იბრძოდა და მათგან სამას ათასზე მეტმა სიცოცხლე შესწირა, რათა საკუთარი სამშობლო და მსოფლიო ფაშისტური რეჟიმისგან გადაერჩინა.
9 მაისი მეორე მსოფლიო ომის თითოეული ვეტერანისათვის უდიდესი ზეიმია და ვიცით, რომ თქვენ ამ თარიღს განსაკუთრებული ემოციით ელით.

ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ ვაფასებთ თქვენს თავგანწირვას და უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

გვჯერა, რომ ჩვენ ერთად სულ მალე ვიცხოვრებთ ისეთ ღირსეულ ქვეყანაში, როგორსაც უპირველესად თითოეული თქვენგანი იმსახურებს. ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, რომელშიც სამშობლოსთვის მებრძოლი, თავდადებული ადამიანების ღვაწლი სათანადოდ იქნება დაფასებული!
FaceBook Twitter Google