ახალი ამბები
დიმიტრი ლორთქიფანიძე: დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას საერთო ინტერესები გააჩნიათ
„დღეს ფილარმონიაში საკონსტიტუციო განხილვაზე მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და გიგა ბოკერიას ლიბერტარიანული კლანის ლუსტრირება“- ასე შეაფასა დიმიტრი ლორთქიფანიძემ თბილისში საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები.
მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ დიდი ხნით ადრე საუბრობდა იმ გარიგებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას შორის შედგა. „ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისათვის ახალი სულაც არ იყო, თუმცა დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას საერთო ინტერესები გააჩნიათ, ხალხის პასუხიც შესაბამისი და ადექვატური გახლდათ. იმ უმნიშნელოვანესი თემების უგულვებელჰყოფა, რომლებიც კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და იმ მახინჯი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გადაუწყვეტია ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

FaceBook Twitter Google