ახალი ამბები
გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებამ უთხრა ხალხს, არ მაინტერესებს თქვენი აზრი, სწორედ ამიტომ მიიღო მათგან ეს მუშტი.
„ის, რაც დღეს მოხდა ფილარონიაში, როდესაც საზოგადოებამ სცენიდან გააქცია ხელისუფლება, არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლებამ 9 დღის განმავლობაში, როდესაც მთელი საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობდა კონსტიტუციის განხილვები, არ მოუსმინა საკუთარ მოსახლეობას.“ - ასე შეაფასა გიორგი ახვლედიანმა თბილისში ხალხის პროტესტის შედეგად ჩაშლილი საკონსტიტუციო განხილვა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ არ მოუსმინა საზოგადოებას, რომელსაც უნდა, რომ მიწის პრივატიზაციის საკითხი კონსტიტუციით იყოს დაცული. არ მოუსმინა ხალხს, რომელთაც უნდათ, რომ პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევდნენ. არ მოუსმინა მათ, ვინც ითხოვდა სამართლიან საარჩევნო სისტემას. არ მოუსმინა ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ შრომა უნდა იყოს დაცული და ამის მექანიზმები უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული.
„ხელისუფლებამ უთხრა ხალხს, რომ მე არ მაინტერესებს თქვენი აზრი. კონსტიტუცია უნდა მოვირგო საკუთარ თავზე და ამიტომაც მიიღო ეს მუშტი,“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

FaceBook Twitter Google