ახალი ამბები
გიგლა ბარამიძე : მოსახლეობამ გასცა მკაცრი პასუხი ხელისუფლების ქმედებებს
პრეზიდიუმში ბოკერიას გვერდით მჯდომი ხელისუფლება გაიძახის, რომ ილიას გზით უნდა ვიაროთ, თუმცა საპირისპიროს კი აკეთებენ, - ასე გამოეხმაურა გიგლა ბარამიძე საკონსტიტუციო განხილვას თბილისში.
მისი თქმით, ერთის მხრივ ხელისუფლება ამბობს, რომ მიწები არ უნდა გაიყიდოს, მეორეს მხრივ კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული რესურსი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში აღმოჩნდეს. „საზოგადოებამ დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული პოზიცია, სტუდენტებმაც თქვეს საკუთარი სათქმელი და საერთო ჯამში ხალხმა მხარი არ დაუჭირა იმ მახინჯ ცვლილებებს, რომლის გადატარებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობას.“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ

როგორც მან აღნიშნა, არის საკითხები, როდესაც მნიშნელობას კარგავს პოლიტიკური სიმპატიები და რომელთა დაშვებაც არ შეიძლება.
„ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკი დააფუძნა იმისთვის, რომ თავად-აზნაურთა მიერ გირაოში ჩადებული მიწები გამოეხსნა. დღევანდელი ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული მიწები უცხოური ბანკების იპოთეკის ქვეშ აღმოჩნდენ. შესაბამისად ბუნებრივია რაც მოხდა. მოსახლეობამ გასცა მკაცრი პასუხი ხელისუფლების ქმედებებს,“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

FaceBook Twitter Google