ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძის განცხადებით: „ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ვერც ეს პარლამენტი იქნება ლეგიტიმური და ხალხის ნების გამომხატველი,“
„მე და ჩემი თანაგუნდელები ვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ წინაასაარჩევნოდ ჩვენ წაგვართვეს უფასო სატელევიზიო დრო, არ ხდებოდა ჩვენი გაშუქება მედია სივრცეში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით. ასევე საარჩევნო გარემო არ იყო თანაბარი ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ვერც ეს პარლამენტი იქნება ლეგიტიმური და ხალხის ნების გამომხატველი,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც მან განაცხადა მისი სიტყვების ნათელი დადასტურებაა ის, რამდენიმე თვე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უკანასკნელ პერიოდში. „არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა მოიწვია თათბირი, სადაც გაახმოვანა საკუთარი მოთხოვნა, რომ ბურჯანაძე და მისი გუნდი პარლამენტში არ უნდა შესულიყო. კიდევ სამი დღით ადრე გაიცა საგანგებო დავალებები, რომ ჩვენი შედეგები მინუმუმ სამზე უნდა გაეყოთ. დიახ ჩვენ მივიღეთ 12-დან 15 პროცენტამდე, მაგრამ მოსყიდული და დაშინებული ადამიანების მოქმედებით ხელისუფლებამ ჩვენ ზუსტად ხმების მესამედი დაგვიწერა.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბრიფინგზე ითქვა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ უცხადებს მადლობას მხარდამჭერებს და დაპირებისამებრ ყველა სამართლებრივი გზით იბრძოლებენ იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს მიღებული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია და თითოეული ხმის დასაცავად სტრასბურგამდე ჩავლენ.
„ხელისუფლებას ნუ ექნება ილუზია, რომ ყოველი შემდეგი გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ მხოლოდ სტრასბურგის სარჩელითა და ბრიფინგებით შემოვიფარგლებით. თუ ქვეყანაში არჩევნებმა აზრი დაკარგა და ეს პრაქტიკულად უკვე მოხდა ეს აუცილებად ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება. ეს პარლამენტი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ხალხის ნების გამომხატველად. ეს პარლამეტი გახლავთ ორი პოლიტიკური ძალის გარიგებისა და დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის შედეგი, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა, დასჯის ნაცვლად გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს 25 მაისს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოჰაბიტაცია კიდევ უფრო სამარცხვინოა, რადგან 2011 წელს სწორედ ამ დღეს აქ შეკრებილმა ადამიანებმა უდიდესი რისკის ფასად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დასჯილიყო დანაშაულებრივი ხელისუფლება,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google