ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: ეს პარლამეტი გახლავთ ორი პოლიტიკური ძალის გარიგებისა და დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის შედეგი
„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. სარჩელი ეხებოდა ხელისუფლების მხრიდან არჩევნებით მანიპულაციას, ხელისუფლების უზურპაციასა და არჩევნების ფალსიფიკაციას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერი გზით მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა შემდეგ საქართველოს მოსახელობისათვის თავზე დაეხიათ კონსტიტუცია. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის წაერთმიათ ელემენტარული უფლება ეკონტროლებინა ხელისუფლება, რათა საქართველო ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდოს ჯიბეში და აკონტროლოს ისე, როგორც მას და მის უახლოეს გარემოცვას უნდა,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სარჩელის ამ კვირაში შეტანის მიზეზი გახლავთ ის, რომ მისი გუნდი პასუხისმგებლობით მიუდგა აღნიშნულ თემას. ჩვენ ველოდებოდით ოდირის დასკვნას, რომელზეც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და რომელსაც პრაქტიკულად ხელისუფლებისა და ოპოზიციის არც ერთი წევრი არ გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, სარჩელში ასახვა ჰპოვა ეუთოს დასკვნამ, სადაც წერია, რომ ხმების დათვლის პროცესი იყო ცუდი ან ძალიან ცუდი და რომ წაგვართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მისი თქმით,„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ასობით საჩივარი შეიტანა, რომელთაგან არც ერთი არ დაკმაყოფილდა. პრაქტიკულად 8 ოქტომბრის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა 1168 სარჩელი მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ყოველ მეორე უბანზე არჩევნების შედეგი და ხმების დათვლის პროცესი გასაჩივრდა. ამისდა მიუხედავად არც ერთი ჩვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. განხილულ და დაკმაყოფილებულ იქნა სულ რამოდენიმე საჩივარი და ისიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.
FaceBook Twitter Google