ახალი ამბები
"დემოკრატიული მოძრაობა" სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დემოკრატიული მოძრაობა" სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა არაერთი თაობა - "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა". ისტორიულად საქართველოში მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ჩვენს ხალხს მუდმივად უწევდა ბრძოლა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ არაერთხელ დავმდგარვართ დიდი გამოცდის წინაშე, მაგრამ ისტორიულ გზაჯვარედინზე საზოგადოება ქვეყნის გადარჩენისთვის უკანასკნელ ძალას იკრებდა და მიზანს სიცოცხლის ფასად აღწევდა.
მივმართავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს - კარგად გვესმის, რომ ჩვენს წარსულში იყო უმძიმესი ტრაგედიები, 90-იანი წლები და 2008 წლის აგვისტოს ომი. დანაკლისი მართლაც დიდი იყო, თუმცა ჩვენ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის პატიება და მიტევება. გული გვტკივა წარსულზე, მაგრამ იმედით ვუყურებთ მომავალს. ჩვენ არ გვაქვს უფლება სამშობლო წავართვათ ერთმანეთს! მალე აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, სრულიად საქართველო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ღირსეულად შევხვდებით და ვიზეიმებთ!
"დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ ულოცავს მოსახლეობას ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს და უსურვებს ქართველ ერს რეალურად დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას",

FaceBook Twitter Google