ახალი ამბები
გიგლა ბარამიძე: საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის კიდევ ერთი მაგალითი…

"დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე აზებაიჯანელი ჟურნალისტის, აფგარ მუხტარლის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის კიდევ ერთი მაგალითია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გატაცებაზე საქართველოს ხელისუფლების, შესაბამისი სამსახურების პრიმიტიული და დამამცირებელი თავის მართლება ერთ ანეკდოტს მახსენებს-ქმარი ცოლს საყვარელთან შეუსწრებს და დაბნეულ ცოლს დაუყვირებს, ქალო მოიფიქრე რამე, თორემ დაგვემხო ოჯახიო! აი, ასეა ამათი საქმე….

სად გინახავთ გამოქცეული ადამიანი თავისი ფეხით უკან ბრუნდებოდეს, რა, ჟურნალისტი თავად წავიდა საზღვარზე?! თუ მწვანე ზონაზეა ლაპარაკი გვაჩვენეთ ვიდეოჩანაწერი. სიბეცესაც აქვს ზღვარი! პირდაპირ ვიტყვი-დღეს ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს! რომელ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომელ ტერორისტებთან ბრძოლაზეა ლაპარაკი , როცა ყოველ დღე ასეთ სირცხვილს ჭამთ! თქვე ჩაჩნებო , ახლა რით შეეცდებით ამ ფაქტის გადაფარვას?!

 

FaceBook Twitter Google