ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - "ბელა ჩაოს" კინაღამ გადაჰყვა მაშინ სააკაშვილი
"ბელა ჩაოს" კინაღამ გადაჰყვა მაშინ სააკაშვილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ზურაბიშვილი და ბურჯანაძე ერთად იბრძოდნენ. ბურჯანაძის თქმით, 2011 წელს ის მარტო იყო, ვინაიდან პოლიტიკოსთა უმეტესობამ განზე დგომა ამჯობინა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, სააკაშვილთან ბრძოლა რთული იყო, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა 2009 წელს ქვეყნის საზღვრები დატოვა და სხვა საქმიანობა გააგრძელა.

„აერია სააკაშვილს ეტყობა, რადგან „ბელა ჩაო“ იყო 2011 წლის მაისის აქციების დროს. ამ დროს ქალბატონი სალომე დიდი ხნის წასული იყო საქართველოდან. ქალბატონმა სალომემ, როცა დაინახა, რომ სააკაშვილთან ბრძოლა იყო ძალიან რთული, პირდაპირ გამოაცხადა ეს ბრძოლა რთულიაო და წავიდა საზღვარგარეთ და მშვენივრად მოეწყო სამსახურში, თავის საქმეებს აკეთებდა. ასე რომ, 2011 წელს ბურჯანაძე მარტო იყო, პოლიტიკოსთა უმეტესობა განზე იყო გასული და სააკაშვილს აერია, რადგან იმ "ბელა ჩაოს" კინაღამ გადაჰყვა მაშინ სააკაშვილი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google