ახალი ამბები
გიგლა ბარამიძე - გილოცავთ თანამოქალაქენო, ჩვენ გვყავს თამარ ჟვანია - ქართველი ლიონელ მესი, ოღონდ არჩევნების გაყალბების დარგში
არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ისედაც ცხადი იყო, რომ ცესკო-ს ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებდა, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ცესკო-ს თავმჯდომარედ, თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევას.

გიგლა ბარამიძე დარწმუნებულია, რომ „თამარ ჟვანია ვეღარ გააყალბებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს“, რადგან ივანიშვილი იხილავს ისეთ ძლიერ ოპოზიციას, როგორიც აქამდე არ უნახავს.

„ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ნუ ექნება ცრუ მოლოდინები თამარ ჟვანიას გრძნეულებაზე. ის მეტჯერ ვეღარ შეძლებს ხმების მოპარვას და არჩევნების გაყალბებას. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე ერთად მოისვრის „ოცნებასაც“ და ჟვანიასაც, მაგრამ ვისაც გჯერათ, ჟვანიას „დემოკრატიული არჩევნების“, გილოცავთ თანამოქალაქენო, თამარ ჟვანია-ქართველი ლიონელ მესი, ოღონდ არჩევნების გაყალბების დარგში. მაინც რა ყოფილა ეგზოტიკურ ქვეყნებში გამოცდილების მიღება. ბრავისსიმო ქალბატონ პრეზიდენტს, დაიწყო ვალების დაბრუნება.

ბატონო ბიძინა, უფროსთა უფროსო, კონგენიალურია ყველაფერი ეს“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google