ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: ,,უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა"
,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანაპარტიელებთან ერთად სამძიმარს უცხადებს დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

,,უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს დედაქალაქში. ძნელია ასეთი განსაცდელის დროს ვიპოვოთ სიტყვები და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მათ. აფეთქებისას დაშავებულ ადამიანებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ." - ნათქვამია ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google