ახალი ამბები
გიორგი ახვლედიანი - მილიონი ამომრჩევლის ხელმოწერა საარჩევნო სისტემას შეცვლის, ამდენი ადამიანისთვის უარის თქმა აქამდე არც ერთ ხელისუფლებას გაუბედავს
,,ყველა მინუს ,,ქართული ოცნება" - 21 პოლიტიკური პარტიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება ის არის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, - აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური იტყობინება.

როგორც გიორგი ახვლედიანი აღნიშნავს, ოპოზიციას 200 ათასი ხმის შეგროვებაზე გაცილებით მეტი ამბიცია აქვს. მისი თქმით, მილიონი ამომრჩევლის ხელმოწერა სრულიად შეცვლის საარჩევნო სისტემას და ხელისუფლებას არ დარჩება არგუმენტი, რომ არ შეცვალოს ის. ახვლედიანის განცხადებით, აღარ იარსებებს მაჟორიტარული სისტემა და მას პროპორციული სიით პარლამენტში შესული დეპუტატები შეცვლის.

,,სამართლიანობა არ შეიძლება იყოს გადავადებული. როდემდე შეიძლება, ხელისუფლება იპარავდეს ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. მილიონი ხელმოწერა, ეს იგივეა, რაც რეფერენდუმი. ხელისუფლება თუ ამასაც გააპროტესტებს, ცხადი იქნება, რომ მას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანაბარ პირობებში ყოფნის ეშინია. მილიონ ადამიანს უთხრა უარი, ამგვარი რაღაც არც ერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს. მილიონი ხელმოწერაც აქამდე არავის შეუგროვებია. ამიტომ, ეს ოპოზიციის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა," - განაცხადა ახვლედიანმა.
FaceBook Twitter Google