ახალი ამბები
გუბაზ სანიკიძე - მიკვირს, ქვეყანას ნინო ბურჯანაძის გამოცდილება რომ არ დასჭირდება და ამდენი ახალშობილი ხბო ჰყავს პარლამენტში
მე დღესაც მიკვირს, ქვეყანას ნინო ბურჯანაძის პერსონა და გამოცდილება რომ არ დასჭირდება და ამდენი ახალშობილი ხბო ჰყავს პარლამენტში, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

„ნინო ბურჯანაძის პოზიცია არის ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული. მე დღესაც მიკვირს, ქვეყანას ნინო ბურჯანაძის პერსონა და გამოცდილება რომ არ დასჭირდება და ამდენი ახალშობილი ხბო რომ ჰყავს პარლამენტში, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია. ბურჯანაძე არის პრაგმატული ადამიანი, მაღალი კლასის პოლიტიკოსი, წარსულზე ის არ ისაუბრებს, ის იყურება მომავლისკენ", -აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google