ახალი ამბები
გიორგი ახვლედიანი - საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, უპრეცედენტო პოლიტიკური აქცია იწყება
"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით პოლიტიკურ აქციას აანონსებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.
,,საქართველოში იწყება უპრეცედენტო პოლიტიკური აქცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით. ეს არის საზოგადოების მასობრივი გამოკითხვის პროცესი, უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში პროპორციული, საარჩევნო სისტემა", -განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

მისი თქმით, დღეს კომიტეტმა ოპოზიციურ პარტიებს შესაბამისი მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ახვლედიანის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები საქართველოს მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრას და მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ.

,,ეს არის პროცესი, რომელის პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა, თუ ხელისუფლება უარს ეტყვის ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას, მაშინ ძალიან მწვავე პროცესები წარიმართება ჩვენს ქვეყანაში. პროცესების რადიკალიზაცია მოხდება, რაც არც ოპოზიციის ინტერესში შედის და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესში არ შედის", -განაცხადა გიორგი ახვლედიანი.
FaceBook Twitter Google