ახალი ამბები
გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს - ქალბატონო სალომე, თქვენ არ იცით, ვინ იყო სტალინი და არც მისი ქართველობა იცით, რამე მაინც წაიკითხეთ
„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა. მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს უვიცი პრეზიდენტი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმ ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტიც არის“.

,,ქალბატონო სალომე, როგორ იქცევით? რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ? მე მრცხვენია და თქვენ არა?! იძახით, სტალინს ქართული ფესვები არ აქვსო. ქიზიყს ყიზირს ეძახით, მართლმადიდებლობას - მართლმადიანობას. ქალბატონო სალომე, არსებობს კრიტერიუმები, რაც აუცილებელია, დაიცვათ. სტალინის არც მეხოტბე ვყოფილვარ და არც აპოლოგეტი, მაგრამ მის ეთნიკურობაზე საუბარი, მინიმუმ, უხერხულია. არ იცით, ვინ იყო სოსო ჯუღაშვილი, არც მისი ქართველობა იცით, არც მისი ბავშვობა, არც - ქართული ხასიათი. გრიგოლ რობაქიძე მაინც წაიკითხეთ, რას წერდა სტალინის შესახებ, ან ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწერილი სტალინის წარმომავლობაზე. ჯუღა ძველ ქართულად ნიშნავს ფოლადს, გვარი მან ,,ხოშზე" კი არ დაირქვა, არამედ გადათარგმნა. მარტო საკუთარ თავზე ნუ ზრუნავთ, რამე მაინც წაიკითხეთ ამ ქვეყნის შესახებ," - მიმართავს გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილს.

აღნიშნული ინფორმაცია „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
FaceBook Twitter Google