ახალი ამბები
გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეუერთდეს მოთხოვნას, საარჩევნო სისტემის შესაცვლელად
„ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვიჯექი ერთ მაგიდასთან, მახსენდება 9 აპრილის აქტი, სვეტიცხოველში გატეხილი ღამე, დაჩოქილები რომ ვიყავით... ე, ჩემო ბიძინა, რეები ვიცი და რამდენი რამე მაქვს გასახსენებელი, იცი? რა გამომივლია? რომ ვერ იოცნებებ, 7 მილიარდი კი არა, 70 მილიარდი რომ გქონდეს, ვერასოდეს რომ ვერ მიხვდები, რა განცდაა ეროვნულ გმირებთან ერთად ყოფნა“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაცით, სანიკიძე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოიჩინოს გონიერება და თვითონაც შეუერთდეს იმ საყოველთაო მოთხოვნას, რასაც მილიონი ხელმოწერის შეგროვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა ჰქვია.

„არ მჯერა ამის, მაგრამ ტაშს დავუკრავდი, თუ ბიძინა ამ საქმეში გონიერებას გამოიჩენდა. ის მილიონი ადამიანის ნებას წინ ვერ აღუდგება. ამიტომ, თუ ის ახლა ამ პროცესის თანამონაწილე გახდება, მე და არამარტო მე ივანიშვილს ტაშს დავუკრავთ“, - განაცხადა სანიკიძემ.
FaceBook Twitter Google