ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: „ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე“
„ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიების 20 % აქვს დაკარგული, ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარზეა, ქვეყანაში სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, ქვეყანაში, სადაც 86 %-ით არის გაზრდილი ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, საზოგადოება დაკავებულია იმით ვინ რა თქვა, ვინ რა გააკეთა, ბიძინა ივანიშვილი ვისზე გაბრაზდა და რაც ძალიან საგულისხმოა, ვმსჯელობთ იმაზე ჩატარდეს თუ არა პრაიდი. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის სახელმწიფო და არაფერი გვეტყობა, რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს.“ -აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძემ გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და პარალელი გაავლო არსებულ ვითარებასთან.
„როდესაც მე გახლდით პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინაც იდგა LGBT აღლუმის ჩატარების საკითხი. აქტიურობდნენ იგივე ადამიანები, ვინც დღეს LGBT-ს პროპაგანდით არიან დაკავებული, მაგრამ მაშინ მე მოვახერხე, რომ დამერეგულირებინა აღნიშნული პრობლემა, ისე რომ არც ძალადობას ჰქონოდა ადგილი, არც კომბლები გამოეტანა ვინმეს, არც თავი გაეტეხათ უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და ამავე დროს არც პრაიდი არ ჩატარებულიყო და საერთოდ ეს თემა ფართო საზოგადოებისთვის სამსჯავროზე არ გამოგვეტანა და კიდევ ერთი დაპირისპირების კერა არ შეგვექმნა.
თუმცა, ეს რომ გააკეთო ხელისუფლება დაკომპლექტებული უნდა იყოს ადამიანებით, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივათ. ხელისუფლება იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ნებისმიერი თემა საზოგადოების დაპირისპირებისათვის გამოიყენოს და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ პატივი უნდა სცეს ქვეყნის ტრადიციებსა და ღირსებას. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველჰყოს,რომ მიუხედავად აბსოლუტურად განსხვავებული ხედვებისა, არ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება. ერთმნიშნველოვნად შემიძლია განცახადო, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს LGBT აღლუმი და არ უნდა დავუშვათ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდირება, თუმცა ამავდროულად ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება და უფლებები.
ქვეყანას სჭირდება ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. კარგი ტრადიციებითა და პროგრესული იდეებით საქართველო სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებს სვლას ჯანსაღი ევროპული ღირებულებების დასანარეგად.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google