ახალი ამბები
ანზორ ბიწაძე - დარბაზი, სადაც გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის წევრს დაუთმო
დარბაზი, სადაც ზვიად გამსახურდიამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის წევრს დაუთმო. „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სამარცხვინო პროვოკაცია მოუწყო საკუთარ სახელმწიფოს! - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

მისი განცხადებით, სასაცილოა „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, თითქოს არავინ არფერი იცოდა.

„რა უნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრს? სასაცილოა „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები თითქოს არავინ არაფერი იცოდა. ორი დღის წინ პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ამ ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი.

ღილაკები აგვერიაო ხომ გვითხრეს ერთხელ, ახლა რას იტყვიან რომ სკამები აერიათ? ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული ნიჭი აქვს - ერთდროულად შელახო ქვეყნის ღირსება, გაამწარო ერი, რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაამძიმო და დასავლელი პარტნიორებიც გააოცო არაადეკვატურობით და სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენებით და რაც ყველაზე სამწუხაროა - სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო მთელი ქვეყანა დასავლეთშიც, რუსეთშიც და სამეზობლოშიც“, - აცხადებს ანზორ ბიწაძე.
FaceBook Twitter Google