ახალი ამბები
,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ არისში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ყაზახეთის რესპუბლიკას თანაგრძნობას უცხადებს. იმედს ვიტოვებთ, რომ დაკარგული 340-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი სულ მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ყაზახეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე, ქალაქ არისში სამხედრო არსენალის საწყობი აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები.

დაღუპულთა გარდა, უცნობია 340-ზე მეტი ადამიანის ადგილსამყოფელი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
FaceBook Twitter Google