ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - პროპორციული არჩევნები ერთადერთი შანსია იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს
პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და საქართველოს პარლამენტში იყოს წარმოდგენილი მოსახლეობის განწყობა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც მმართველი პარტიის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხება.

ბურჯანაძის თქმით, ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მომავალში ქვეყანა ნორმალურ გზას დაადგეს.

„პროპორციული არჩევნები არის მართლაც საერთო მონაპოვარი, როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე საზოგადოების, ეს მნიშვნელოვანია და არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლას. ეს არის ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და საქართველოს პარლამენტში იყოს წარმოდგენილი მოსახლეობის განწყობა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პოლარიზაცია, რომელიც არის საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში, ქუჩიდან გადავიდეს პარლამენტში",- განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google