ახალი ამბები
გიორგი ახვლედიანი - სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები არა მხოლოდ მანტიებს ინარჩუნებენ, არამედ, შესაძლოა, რომელიმე მათგანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც კი დაინიშნოს
სასამართლო სისტემაში, „ნაციონალების“ გამოზრდილი და სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები უკვე არა მხოლოდ მანტიებს ინარჩუნებენ, არამედ შესაძლოა, რომელიმე მათგანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც კი დაინიშნოს", - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართალეობის ერთ-ერთი კანდიდატზე, ნინო სანდოძეზე.

,,ეს არის კოჰაბიტაციის კიდევ ერთი მახინჯი გამოვლინება, უზენაესი სასამართლოს ერთერთი კანდიდატურა ნინო სანდოძე გახლავთ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე ბადრი ბიწაძე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გაასამართლა. ის გახლავთ მოსამართლე, რომელმაც 26 მაისის გახმაურებულ საქმეზე, უტიფრად გაამართლა მკვლელების რეჟიმი და გაამტყუნა დაზარალებულები. მისი წყალობით მოიხადეს უდანაშაულო ადამიანებმა სასჯელი, ბევრი მათგანი კი იძულებით ემიგრაციაში აღმოჩნდა. ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია ნინო სანდოძის კანდიდატურა განიხილებოდეს რიგითი მოსამართლის რანგშიც კი", - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

აღნიშნულ კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google