ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს
„ირაკლი კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა და მისი პროგნოზი უკვე ფანტასტიკის სფეროც აღარ არის. მან გუშინ განაცხადა, რომ მანდატების 45%-ს „ქართულ ოცნება“ მოიპოვებს, დღეს გამოგვიცხადა, რომ 60 %-ს მოიპოვებს, ხოლო დანარჩენ 20-20%-ს ოპოზიციური პარტიები გაიყოფენ. ირაკლი კობახიძის პროგნოზი რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია და ის პროცენტები რაზეც საუბრობს, განხილვასაც არ ექვემდებარება“, - განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე იხსენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, როდესაც ირაკლი კობახიძე დაემუქრა, რომ ის და მისი გუნდი არ იქნებოდნენ პარლამენტში.

„მე კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს. თუ ხელისუფლება კვლავ შეეცდება არჩევნების გაყალბებას და ოპოზიციურ პარტიების ხმებს ისე მიიტაცებენ, როგორც ეს 2016 წელს გააკეთეს, ხელისუფლებას ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. „ქართული ოცნება“ აუცილებლად გადაყვება თავისავე გაყალბებულ არჩევნებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, ირაკლი კობაიძის განცხადება დაახლოებით ორი კურდღლის დაჭერის მცდელობას ჰგავს.

„პირველი, ის რომ ხელისუფლებას სურს ამომრჩეველი შეაგუოს, რომ უმრავლესობაში კვლავ „ქართულლი ოცნება“ იქნება და მეორე, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური პარტიების დაშინებას, თუ პატარა პარტიები ხელისუფლების ყველა პირობას მორჩილად არ მიიღებენ, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება და შემდეგ 5%-იანი ბარიერის გადალახვა პარტიებს გაუჭირდებათ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google