ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებს შეხვდა
,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თბილისის რაიონული ორგანიზაციის აქტივთან შეხვედრები დაიწყო.

როგორც შეხვედრაზე ითქვა მთავარი ამოცანაა პარტიის აქტივმა ზუსტი ინფორმაცია გადასცეს პარტიის ლიდერს, იმის შესახებ თუ რა აწუხებს მოსახლეობას და კონკრეტულად რა მოლოდინი აქვთ მათ ნინო ბურჯანაძისგან.
ამავდროულად მნიშვნელოვანი ანალიზი გააკეთონ იმ დაპირებებისა, რასაც ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" პირდება ამომრჩეველს.

ნინო ბურჯანაძის მთავარი დავალება პარტიის აქტივთან ის იყო, რომ პარტიის სქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სწორი ინფორმაცია მიტანონ როგორც მხარდამჭერებთან ასევე იმ ადამიანებთან, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტლი თუ რომელ ორგანიზაციას დაუჭერენ მხარს 2020 წლის არჩევნებზე.

,,პრაქტიკულად არცერთ პარტიას არ ჰყავს ისეთი აქტიური და ერთგული მხარდამჭერები, როგორც ჩვენს პოლიტიკურ ორგანოზაციას. რადგან არცერთ პარტიას არ გამოუვლია ისეთი ქარ-ცეცხლი, როგორიც ამ 11 წლის განმავლობაში გამოიარა ჩვენმა პარტიამ.

ყველა ვითარებამ ჩვენ დაგვანახა, რომ ჩვენი პარტიის ძირითადი ბირთვი ჩვენგან არ მიდის. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც რამე სარგებლის მიღების გამო კი არ არიან ჩვენი მხარდამჭერები, არამედ ისინი არიან ჩვენთან იდეის და ჩვენი ხედვების გამო. მათ სჯერათ, რომ სწორედ მე და ჩემს გუნდს შეუძლია ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისიდან გამოიყვანოს.

ახლა საჭიროა, ამ ადამიანების უფრო მეტი გააქტიურება, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ჩვენ აქტივთან შეხვედრას, რომელიც ცოტა ხანში უფრო ფართომაშტაბიან სახეს მიიღებს." - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google