ახალი ამბები
"ან საერთოდ ვინ ეხვეწება და ვინ ახევს კალთას" - გიგლა ბარამიძე ირაკლი კობახიძეს
„როგორც ყოველთვის ჩვენი ყოფილი ნორჩი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო ნედლი და არაკომპეტენტური, რადგან თუ გაყალბებას არ აპირებს მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“ 60 %-ით ისევ ხელისუფლებაში მოსვლას როგორ აპირებს?! - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველო - დემოკატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს 2020 წლის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებსა და კოალიციებზე.

"მთელმა საქართველომ იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მომავალ პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოხვდება. მეორეც, რა არაპროფესიონალიზმია არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კოალიციებზე საუბარი. არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და უკვე მოსალოდნელ კოალიცებზე საჯარო მსჯელობა უბრალოდ არასერიოზულია, ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, რაც დღევანდელი ხელისუფლების ქმედებაში ნამდვილად არ შეიმჩნევა.ან საერთოდ ვინ ეხვეწება და ვინ ახევს მათ კალთებს. ირაკლი კობახიძის თითოეული განცხადება გახლავთ პოლიტიკური ანეკდოტი, რომელიც უკვე მერვე წელია გრძელდება და რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი აუცილებლად დაამთავრებს.“ - განაცხადა ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.
FaceBook Twitter Google