ახალი ამბები
ქვეყანას უნდა მართავდეს პოლიტიკოსი, დიპლომატი, პროფესიონალი, ისეთი როგორიც ნინო ბურჯანაძეა და არა ოლიგარქი
,,ერთიანი საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან, დამუხტული იყო მომავლის იმედით და იმის რწმენით, რომ იქ მყოფი თვითოეული ადამიანი, ერთხელ და სამუდამოდ 2020 წლის არჩევნებში შეცვლის უკეთესობისკენ საკუთარ ცხოვრებას“. - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონალური ხელმძღვანელი და პარტიის პოტსაბჭოს ევრი მამუკა აჩბა.

მისი განცხადებით, აჭარა ყოველთვის გამოირჩეოდა მხარდამჭერთა სიმრავლით, რაც კონფერენციაზეც იგრძნობოდა.

,,ჩვენ მოგვატყუეს ყველა იმ არჩევნებში, რომლეც 2012 წლიდან ჩატარდა. ჩვენ გვყავს კოაბიტირებული ხელისუფლება, რომელიც თავისი არაკომპეტენტურობით ანგრევს ქვეყნის მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს! ჩვენი ხელიუფლება არ ზრუნავს საკუთარ ხალხზე, რაც ყველაზე მძაფრად, ადგილებზე ჩინოვნიკების ქმედებებით გამოიხატება. ეს იყო არა ლოზუნგები, არამედ ხალხის გულისტკივილი, რომელიც დარბაზში გაისმოდა.

ამ შეხვედრამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში რომ გამოსავალი მხოლოდ ერთია: ქვეყანას უნდა მართავდეს პოლიტიკოსი, დიპლომატი, პროფესიონალი, ისეთი როგორიც ,,ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეა და არა ოლიგარქი, რომელიც საკუთარი ჯიბის გასქელაბაზეა ორიენტირებული“. - განაცხადა მამუკა აჩბამ.
FaceBook Twitter Google