ახალი ამბები
„ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი კიკვაძე - 2020 წლის არჩევნები გარდამტეხი იქნება არამარტო „ერთიანი საქართველოსთვის“, არამედ ქვეყნისთვის
2020 წლის არჩევნები გარდამტეხი იქნება არამარტო „ერთიანი საქართველოსთვის“ არამედ ყველა მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აჭარაში შეხვდა მხარდამჭერებს, რომელთა რიცხვი ყოველთვის გამორჩეულად დიდი. მოსახლეობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვიბიძგა ბრძოლისკენ, რათა დავიცვათ თითოეული მათი ხმა, - განაცხადა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა აკაკი კიკვაძემ.

მისი განმარტებით, პარტიის თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი აქტივობისათვის და გააცნეს პარტიის მომავალი გეგმები.

„კონფერენციაზე ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის ალტერნატუილ გზებზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის განვითრებისა და სტაბილურობისათვის. ხაზი გაესვა არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას სოლიდური შემადგენლობით წარვსდგეთ საქართველოს პარლამენტში და სერიოზული წვლილი შევითანოთ ქვეყნის გამთლიანებასა დასწორად განვითარებაში.

გადაწყდა კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტიის სტრუქტურული ერთეულები და ახალი ძალით შეუდგეთ მუშაობას მოახლოებულ საპარლამნტო არჩევნებში ღირსეული შედეგის მისაღებად“, - განაცხადა აკაკი კიკვაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული - მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google