ახალი ამბები
მაჟორიტარად წოდებული ფეოდალები გახდა პრობლემა?
,,ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ზურაშვილი, პროპორციული არჩევნების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების სულისკვეთება გასაგებია, მათ უნდათ მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, თან ისე რომ არაფერი აკეთონ იმ ხალხისთვის, ვინც აირჩია. სხვა საკითხია სამართლებრივი მხარე, აცხადებს თამარ ზურაშვილი:
გუშინ, პარლამენტის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საწინააღმდეგოდ, ცალკეული მაჟორიტარების მხრიდან, მთავარ არგუმენტად ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში დეპუტატების ჩართულობა იყო. ეს არის სრულიად არაადექვატური და უფრო მეტი, არაკონსტიტუციური საბაბი.
ადგილობრივი პრობლემების მოგვარება არის ადგილობრივი თვითმმართველობის და არა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის კომპეტენცია. ეს არის კონსტიტუციური სამართლის ანაბანა.
სხვა თუ არაფერი, ეს არგუმენტიც კმარა, რომ სასწრაფოდ გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე“. - აცხადებს თამარ ზურაშვილი.
FaceBook Twitter Google