ახალი ამბები
მამუკა აჩბა: „ვინ არიან ბიძინას განძის მცველები“
,,მაჟორიტარობის ინსტიტუტი და მონა პარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს ჭირდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს ხელისუფლებაში და ქონდეს გავლენები, რითაც იქმნის საკუთარი ქონების ხელშეუხებლობისა და შენარჩუნების გარანტიას“ - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონალური ხელმძღვანელი მამუკა აჩბა.

მისი განცხადებით, ივანიშვილს მაჟორიტარები ჭირდება მხოლოდ საკუთარი განძის მცველებად და იმისთვის, რომ მუდმივად უმრავლესობაში იყოს.

,,მაჟორიტარული სისტმის აუცილებლობაზე საუბრობენ პარლამენტის ისეთი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც არჩევნებში პირველი ტურითაც კი ვერ გავიდნენ, მათ თვით ბიძინა ივანიშვილის დიდი ძალისხმევა და მეორე ტური დასჭირდათ იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილიყვნენ. ეს ფაქტი თვალნათლივ მიუთითბს იმაზე, რომ მათ არ გაჩანიათ საკუთარი ამომრჩევლბის ნდობა. კენჭისყრაზე ჩავარდნილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, დღევანდელ მაჟორიტარებს, შეეძლოთ დაერეგისტრირებინათ პოლიტიკური პარტია და სულ რაღაც, ხუთი ათასი ხლმოწერით მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და თხუთმეტი ათასი ხმის მოპოვებით გამხდარიყვნენ დეპუტატები, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ივანიშვილის მფარველობის გარეშე, საკუთარ საარჩევნო ოლქში, თავიანთი უნიათობისა და უსაქმურობის გამო, ხმების მინიმალურ რაოდენობასაც კი ვერ აიღებენ. ამიტომაც, მაჟორიტარებმა ბიძინას განძის მცველობა არჩიეს და ივანიშვილის მითითებითვე საკანონმდებლო ცვლილება ჩააგდეს“ - განაცხადა მამუკა აჩბამ.
FaceBook Twitter Google