ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად აღარ არსებობს, ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას ბაზრობად ვერ გადააქცევს - ინტერვიუ ანზორ ბიწაძესთან
"ქართული ოცნება" პოლიტიკურად აღარ არსებობს. ეს არის სახელგატეხილი, გაკოტრებული, აბსოლუტურად გაბანკროტებული ორგანიზაციაა"- ასეთია "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის შეფასება, მმართველი ძალის მიერ ბოლო დროს გადადგმულ საბედისწერო ნაბიჯებზე.
"ნიუპოსთთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ანზორ ბიწაძემ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს საქართველოსთვის სტრატეგიული საფრთხის მატარებლები უწოდა და "ქართულ ოცნებას" "მძიმე პოლიტიკური მომავალი" უწინასწარმეტყველა.

"ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი მმართველ პოლიტიკურ ელიტას ღიად ეუბნება, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ვაჭრობა არ გამოუვათ, რადგან სამართლიანი არჩევნების მოპოვების გეგმაში, ერთმანეთთან წლების განმავლობაში მწვავედ დაპირიპირებულმა ძალებმა კონსენსუსის წერტილები იპოვეს.

პარტიის ლიდერი, რომელსაც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმა უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოუხდა, აცხადებს, რომ პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებით ივანიშვილმა საზოგადოებას და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სამართლიანი საარჩევნო მოდელი ჯანმრთელობის ფასად მოიპოვეს, მისივე დაპირება თავზე გადაახია, რისთვისაც ის პოლიტიკურ საზღაურს მოკლევადიან პერსპექტივაში აუცილებლად გადაიხდის.

- როგორია თქვენი შეფასება, იმ პოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დაპირების უკან წაღებით შექმნა?

- მთავარი, რასაც ყველა პოლიტიკოსმა ხაზი უნდა გაუსვას არის შემდეგი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა, არცერთი პოლიტიკური პარტიის მონაპოვარი არ ყოფილა. ამ პროცესის ავანგარდში ახალგაზრდები იყვნენ და სწორედ მათი დაუღალავი პროტესტის შემდეგ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და გამოაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით. სწორედ ის ჩაუდგა თავდებში მისივე დაპირებას, რომ ქვეყანაში ნორმალური და დემოკარტიული არჩევნები ჩატარდებოდა.

ამის შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის "დემოკრატიული საქართველო" შეიკრიბა "ქართულ ოცნებასთან" ერთად და საერთო სახალხო საკონსტიტუციო განხილვის ფარგლებში მთელი საქართველო მოიარეს. პარალელურად კი "ქართული ოცნების" მარალჩინოსნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა მაღალი ტრიბუნიდან, უმაღლესი დონის პრესკონფერენციებზე თავს იწონებდნენ, როგორი არნახული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აპირებდა მმართველი პოლიტიკური ძალა 2020 წელს.

- როგორ გგონიათ, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მიცემული პირობა თავიდანვე ბიძინა ივანიშვილის ტრიუკი იყო?

- პროპორციული საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა განპირობებულია იმ წარმოუდგენლად დაბალი ნდობით, რაც "ქართულ ოცნებას" საზოგადოებაში აქვს. როგორც ყველასთვის ცნობილია, ივანიშვილის პარტიამ შიდა კვლევა ჩაატარა, რომელმაც ნათლად აჩვენა მათი დაბალი რეიტინგი, ამას დაემატა პარტიის წარმომადგენელთა მიერ რეგიონებში არსებული განწყობების შესწავლა პარტიული კუთხით. აღმოჩნდა, რომ მმართველ პარტიას არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი რომ მათ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვონ. ანუ ტყუილი დაპირებების უხვად გაცემის, ადმინისტრაციული რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაშიც კი ივანიშვილის გუნდი ვერ ახერხებდა ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას. 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულად, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების პირობებში ისნი ვერ იქნებოდნენ ერთპიროვნული მმართველები, ვერ გააგრძელებდნენ ქვეყნის მართვას იმ მახინჯი სისტემით, რომელიც დღესაა დამკვიდრებული. სწორედ ძალაუფლების დაკარგვის შიშს გადააყოლეს საქართველოს მომავალი, გადააყოლეს უნიკალური შანსი - პირველად ჩატარებულიყო არჩევნები, რომელის შედეგებზე არცერთ პოლიტიკოსს პრეტენზია ვერ ექნებოდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოვიდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და ღია ეთერში გამოგვიცხადეს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილება გადავიფიქრეთო. ამის ერთადერთი შეფასება კი ასეთია - მთელს საქართველოს გადაგვახიეს დანაპირები.

ამის შემდეგ კიდევ გამოვიდნენ და საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციას "ოცნების ოფისიდან" გამოგვიცხადეს, რომ ვინც ჭკვიანად მოიქცევა თითო-ოროლა მაჟორიტარს გადავუგდებთო და იქვე დასძინეს, რომ იმასაც ჩვენ მოვიფიქრებთ, როგორი მაჟორიტარი გადავუგდოთო. ქართული პოლიტიკა "დეზერტირების ბაზარი" გახადეს, ღიად გვევაჭრებიან. რაც ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის თავზე გადახეული დანაპირების სახეში შეყრაა მეტი არაფერი. სწორედ ხელისუფლების ასეთი ნაბიჯების გამო მივედით ასეთ მძიმე შედეგამდე. დამერწმუნეთ, ყინვაში არავის უხარია ქუჩაში, პარლამენტის წინ დგომა.

- ივანიშვილის "დამსახურებად" შეიძლება ჩაითვალოს ოპოზიციის ის უპრეცენდენტო გაერთიანება,რომელიც საჯარო პირობის უკან წაღებას მოჰყვა...საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით, ისეთი პოლიტიკოსები გაერთიანდით, რომლებიც მთელი ცხოვრება ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იბრძოდით, ბევრ მათგანთან როგორც პოლიტიკური, ისე იდეოლოგიური შეუთავსებლობა გაქვთ... ასეთი სრული ერთობა, არც გვახსენდება ქართულ პოლიტიკაშია, არ მეთანხმებით?

აქვე გეტყვით, რომ სამთავრობო კულუარებში აქტიურად ამუშავენენ მესიჯბოქსს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი სახით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას...

- ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, "ქართული ოცნების"რამდენიმე ასეული ფეისბუქ აქტივისტი, რომლებიც გარკვეულ იარლიყს აკრავს ამ გაერთიანებას - ყველას "ნაციონალს" ეძახის, მოგვმართავენ არასასურველი ეპითეტებით, თუმცა ეს სტრატეგია არ მუშაობს. სად იყვნენ "ოცნების" აქტივისტები მაშინ, როცა ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ შეცდომას, სახეს მურუსიძეს უვადო მოსამართლედ ნიშნავდა?! ეს კამპანია ძალიან მახინჯი, უბადრუკი, არაკომპეტენტური პიარხრიკია, რასაც მმართველი პარტრია მიმართავს. მათ მხოლოდ ასეთი იაფფასიანი სვლებიღა დარჩათ - ან უნდა აღიარონ და თქვან რომ დიახ, გადაგაგდეთ, ან ყველას უნდა უძახონ - თქვენ ნაციონალები ხართო.

პირდაპირ ვაფიქსირებ: ძალიან კარგია, რომ მსგავსი ოპოზიციური ერთობა შედგა. ყველა პარტიამ გვერდზე გადადო, თავისი პოლიტიკური გემოვნება, სურვილები, პრეტენზიები, პრანჭვას ყველამ თავი დაანება და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ახალგაზრდების პროტესტს შეუერთდდა. ჩვენ მხოლოდ სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ!

რაც შეეხება იმ ჭორს, თითქოს საერთო ოპოზიციური ერთობა არჩევნებში ერთი ფრონტით წარსდგება, ეს დაბალ ტვინზე გათვლილი პიარკამპანიაა. ყველა პარტია ამბობს ნათლად, რომ ჩვენ ერთად სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დავდექით, რადგან ქართულ დემოკრატიას ეგზისტენციალური საფერთხე აქვს, რომ მოვიპოვოთ არჩევნები, რის შემდეგაც ყველა ცალ-ცალკე წავალთ, ყველას თავისი მხარდამჭერი ჰყავს, ყველას საკუთარი საარჩევნო პროგრამა აქვს.

მინდა აქვე ხაზგასმით ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის ისტორიაში ბედმა უნიკალური შანსი არგუნა - პროპორციული არჩევნების გამოცხადების შემდეგ, პირველად საქართველოს პოლიტიკიდ ისტირიის მანძილზე, ჩვენ მოგვეცა შანსი პოლიტიკური პროცესი რუსთაველის გამზირიდან მთლიანად პარლამენტში გადასულიყო, რითაც ქვეყანა მსგავს პოლიტიკურ რყევებს თავიდან აიცილებდა. შემოთავაზებული საარჩევნო ცვლილებებით, ყველა პარტია თუ პოლიტიკოსი, რომელსაც მინიმალური მხარდაჭერა მაინც ექნებოდა, პარლამენტში იქნებოდა და ქუჩაში გასაპროტესტებელიც არაფერი იქნებოდა, თუმცა ეს შანსი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ არაგონივრულად გამოიყენა. სამწუხაროდ, ის მოჯადოებული წრე, რომელსაც 30 წელიწადია ველოდებით, არ გაირღვა, ისევ რუსთაველზე ვდგავართ, ისევ ვაპროტესტებთ და მე არ მახსენდება ხელისუფლება, რომრლმაც მიიღო ოპოზიცია პარლამენტის წინ და ცუდად არ დაამთავრა.

- შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია გარკვეულ კომპრომისზე წავიდა ბიძინა ივანიშვილთან, როცა ქართულ რეალობაზე მორგებული ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი შესთავაზა ხელისუფლებას, მოკლედ რომ აგვიხსნათ, რა უპირატესობა აქვს ოპოზიციური სპექტრის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით?

- რა თქმა უნდა გერმანულ საარჩევნო სისტემას პროპორციული სჯობდა, თუმცა ჩვენს მიერ ალტერნატივის სახით შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი გაცილებით სამართლიანია, ვიდრე დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა. ე. წ. გერმანული მოდელის უპირატესობა გახლავთ ის, რომ მაინც იმდენ მაინდატს მიიღებს პარტია პარლამენტში, რამდენ პროცენტსაც აიღებს. ის სპეკულაციები კი რომელიც ამ საკითხზე ხელისუფლებიდან მოდის სასაცილოა - სამი პარლამენტის თავმჯდომარე, ოდირი, ეუთო, საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ აღნიშნუილი კანონი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კოსნტიტუციასთან და მხოლოდ ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გერმანული მოდელი ქვეყნის მთავარ დოკუმენტთან შეუსაბამოა.

ფაქტი სახეზეა, ოპოზიციური სპექტრი საკუთარ თავზე მაღლა დადგა, ხელსიუფლებას ჩიხიდან გამოსავალი შევთავაზეთ, თუმცა დიდმა კონტიტუციონალისტმა კახა კალაძემ დაასკვნა, რომ თურმე ჩვენი წინადადება ანტიკონსტიტუციურია და იქვე ღია ვაჭრობა დაიწყო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას პროცესები საბოლოოდ გაექცა. ვპირდები მათ, რომ საქართველოს და ქართულ პოლიტიკას დეზერტირების ბაზრობად ვერ გადააქცევენ. ძვირფასო ხელისუფლებავ, გარეთ 21-ე საუკუნეა, სოციალური ქსელების ეპოქაა, საქართველოში კიდევ არსებობს თავისუფალი ბეჭვდური მედია, არის რამდენიმე განსხვავებული აზრის მატარებელი ტელევიზია და არის საზოგადოება, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მწარე მაგრამ უნიკალური გამოცდილება მიიღო, ასე რომ ქართულ პოლიტიკას ოცნება ბაზრობად ვერ გადააქცევს.

- ოპოზიცია მოქმედებას ბოიკოტის, პიკეტისა და აქციების რეჟიმს აგრძელებს, ივანიშვილი და მისი გუნდი კი შეიძლება ითქვას, ხელების გადაგრეხვითაა დაკავებული, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი წერტილოვანი დარტყმები. ხელისუფლება პირდაპირ გეუბნებათ, რომ როგორც კი დისკომფორტს შეგვიქმნით დაგარბევთო...

- მოდით ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურად "ქართული ოცნება" უკვე აღარ არსებობს. ეს არის სახელგატეხილი, გაკოტრებული, აბსოლუტურად გაბანკროტებული ორგანიზაცია. ისინი საქართველოსთვის სტრატეგიული საფრთხის მატარებლები არიან - რეგიონში, დასავლეთში ყველამ დაინახა, რომ ამათი სიტყვა ჩალის ფასად არ ღირს. "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებაზე არც მტერი და არც მოყვარე წავა, რადგან ორ წუთში შეიძლება დანაპირები გადათქვან და უკან წაიღონ.

როგორ წარმოუდგენიათ "ქართული ოცნების" გენიალურ თავებს, რომ ამხელა აფიორის შემდეგ სადმე ვინმე მათ საარჩევნო დაპირებას დაიჯერებს.

ასე რომ ოპოზიციის გეგმები არის სწორი, კარგად გათვლილი. მაგიდასთან, სადაც ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრი ზის, თავმოყრილია მთელი ის ნეგატიური და პოზიტიური გამოცდილება, რომრლიც საქართველომ 30 წლის მანძილზე მიიღო. ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან - ზოგო მოგვწონს, ზოგიც არა, მაგრამ ძალიან კომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა მოიყარეს თავი. ოპოზიციურ ერთობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ძალიან მშვიდად ვართ, სიმართლე ჩვენს მხარესაა და სწორედ ეს არის ჩვენი უპირატესობა, რომელიც შედეგს მოკლევადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღებს.

არავის არ უნდა კიდევ ერთი რევოლუცია, არ გავდივართ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ეს არ მოხდება. ტყუილად ელოდება ვიღაც, რომ ათი ათასობით მოქალაქე მივა პარლამენტთან და აგურ-აგურ დაშლის მას. არა ბატონო, ეს არ მოხდება. ხელისუფლებას ძალაუფლების დათმობა მოკლევადიან პერიოდში ან საშუალოვადიან პერსპექტივაში მოუწევს. ხელსუფლებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვურჩევ, რომ მათთვის უკეთესია, მოკლევადიან პერიოდში დათმონ ძალაუფლება, რადგან რაც უფრო მეტად გაწელავენ დროს, მით უფდრო მეტის დათმობა მოუწევთ.

- ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია? რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ", რომ ქუჩიდან კაბინეტებში, საპარლამებტო ოპოზიციამ საკანონმდევბლო ორგანოში გადაინაცვლოთ და მოემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის?

- დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ შრომისუნარიანი ადამიანები ვართ, ქუჩაშიც ვდგავართ და კაბინეტებშიც ვმუშაობთ - მთელი დღე თუ აქციებზე ვარ, ღამეებს სამუშაო გარემოში ვატარებ. ასე რომ ნუ მოდუნდება ხელისუფლება. რაც შეეხება იმ გზავნილებს რაც კახი კალაძისგან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ავღნიშბავ - ეს არის "ერთიანი საქართველო" ოფისი და არა სავაშჭრო ორგანიზაცია. არ ვაპირებთ არანაირ ვაჭრობას და თაღლითური სქემებით ფონს გასვლას. ვაჭრობა ბაზარში!

თუ ხელისუფლება წამოვა ე.წ. გერმანულ მოდელზე, შეიტანს დაპირებულ ცვლილებას კოდექსში, რომლის ყველანაირი რესურსი აქვს, დღეს არსებული სურათი შეიცვლება და გადავა ნორმალურ პოლიტიკურ რელსებზე, როგორც ეს ხდება, ნორმალურ ქვეყნებში - ყოველგვარი პიკეტისა და მიტინგების გარეშე.

2 თვეში საარჩევნო რეჟიმში გადავალთ, გაერთიანების ფორმატში შემავალი პარტიებიც წავლენ საკუთარი გზით, საბოლოო ჯამში კი გადაწყვეტილებას ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან გააკეთებს.

თუ ამ ყველაფერზე "ოცნება" არ გააკეთებს ძალიან მძიმე სურათს მიიღებენ. შეიძლება ისინი ამას ვერ ხვდებიან, რადგან ვინც დღეს მმართველ პარტიაში არის მოკალათებული, 10-დან 9 ადამიანი ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ აიღო და დადო იმ სკამებზე, ამიტომ არ ესმით რა არის პოლიტიკური კრიზისი, არც კონსოლიდირებული ოპოზიციის მნიშვნელობას ხვდებიან, ამათთან სახელმწიფო ინტერესებზე საუბარი იგივეა კედელს ცერცვი შეაყარო.

- მშვიდობიანი აქციის დარბევის კანონიერებაზეც მინდა გკითხოთ, ხელისუფლებას ახალი მესიჯბოქსი აქვს და ყველა გამოსვლაში აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დარბევისას ძლიერი და ამავდროულად ჰუმანური სახელმწიფოს სახე აჩვენა. რამდენად ჯდება გამთენიის 5 საათზე, - 3 გრადუს ყინვაში მოქალაეების წყლის წავლით დარბევა?

- 20-21 ივნისის დარბევისას რომ ხელსიუფების მხრიდან ძალის კატასტროფულ გადამედტებას ჰქონდა ადილი ამაზე არავინ დაობს. რაც შეხება ბოლო დარბევას, როცა - 3 გრადუსიან ყინვაში შენს მოქალაქეებს თავზე წყალს ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე ასხამ, მორალურთან ერთად ყველანაირ სამართლებრივ კანონს არღვევ, მაგალითად გაეროს კონვენციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ მსგავს კლიმატურ პირიბებში წყლის ჭავლის გამოყენება აკრძალულია. არაფერს ვამბობ იმ პროცედურებზე რომელიც მსგავს მომენტებში პოლიციამ უნდა დაიცვას. მკაცრად უნდა რეგულირდებიდეს რა დისტანციიდან და რა შემთხვევაში, რა რაოდენობის ხალხთან უნდა გამოიყენო წყლის ჭავლი.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი იმდენად არაადექვატურები არიან, რომ თავს იწონებენ - ამჯერად თვალი ხო არ ამოგთხარეთ, უბრალოდ ყინვაში ცივი წყალი გადაგავლეთო. ეს არის ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო?! ივანიშვილის მიერ სკამებზე დადებულმა ადამიანებმა საერთოდ არ იციან რა არის სახელმწიფო.

- ბოლოს თქვენს გეგმებზეც გკითხავთ, 16 წლიანი პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ, კულისებიდან გამოხვედით და აქტიურად გამოჩნდით პოლიტიკურ ცხოვრებაში - მინდა გკითხოთ, სად ხედავთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ თავს?

- ამ კითხავზე მაშინ გაგცემთ პასუხს, როცა 2020 წლის არჩევნები მოახლოვდება.

- ბიძინა ივანიშვილს სად ხედავთ?

- თუ სამართლიან არჩევნებს მოკლევადიან პერსპექტივაში დათმობენ, ის კვლავ დარჩდება ქართულ პოლტიკაში, თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში დათმობენ, ივანიშვილს პოლიტიკური სიტუაცია ძალიან დაუმძიმდება, და თუ არფერს დათმობენ, ბიძინა ივანიშვილის მომავალი როგორ წარიმართება არ ვიცი. ამაზე თვითონ იზრუნოს.
FaceBook Twitter Google