ახალი ამბები
,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პრესამსახური ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,მოგეხსენებათ რომ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.

ბუნებრივია, არსებულ მძიმე ვითარებაში, ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების საკითხი. ნინო ბურჯანაძემ, ყველა შეხვედრაზე თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლებას. ნინო ბურჯანაძე აცხადებს რომ, ძალიან იმედიანად არის განწყობილი, ვინაიდან ამ შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა რუსეთის მხარის მზაობა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლების პროცესს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე (რომელსაც რუსეთში ნათლად ხედავენ), ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი არის მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე, რომელშიც რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა.

შეხვედრები შედგა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ რუდენკოსთან, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის (ფედერაციის საბჭოს) სენატორებთან: გრიგორი კარასინთან, ალექსეი პუშკოვთან, იგორ მოროზოვთან. ხვალ დაგეგმილია შეხვედრა ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან,ასევე რუსეთის დუმის პირველ ვიცე-სპიკერთან ბატონ ალექსანდრე ჟუკოვთან და ასევე სხვა შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დეტალური განცხადებები შეხვედრებთან და ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, გაკეთდება ვიზიტის დასრულების შემდეგ."
FaceBook Twitter Google