ახალი ამბები
ანზორ ბიწაძე: ,,ხელისუფლების ახალი სამიზნე საელჩოებია"
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მათ ქვეყნებს საქმის კურსში აყენებენ საქართველოში მოქმედი საელჩოები, საქართველოს ხელისუფლება კი, მათი მუშაობის ობიექტურობას დარტყმას აყენებს.

“ისე იმძიმებს ხელისუფლება თავის ისედაც გამოუსწორებელ იმიჯს დასავლეთში, რომ ვერც კი ხვდება! გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა და დღეს პრემიერმა მიანიშნეს, თითქოს დასავლეთში არასწორი ინფორმაცია აქვთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ამ ინფორმაციას მეგობრებო, საკუთარ დედაქალაქებში, საქართველოში მოქმედი საელჩოები აგზავნიან და თქვენ ამ განცხადებებით, მათი მუშაობის ეფექტურობას და ობიექტურობას აყენებთ დარტყმას, რაც კიდევ დამატებით შელახავს საქართველოს იმიჯს. განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რეგიონშიც და დასავლეთშიც, ყველა დედაქალაქში კარგათ ესმით, რომ საქართველოში მძიმე კრიზისია და მდგომარეობა სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება”.
FaceBook Twitter Google