ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებამ მოიტანა განცხადება, რომ „ოცნება" ნებისმიერ ფასად უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, მათი წინადადება მიღებული არ იქნება
თუ ხელისუფლების მხრიდან მოტანილია განცხადება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება" ნებისმიერ ფასად მაინც უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი წინადადება მიღებული არ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გააჩნია „ქართული ოცნება“ რას შესთავაზებს ოპოზიციას.

„თუ იქნება ისეთი წინადადება, რომელიც შეესაბამება ახალგაზრდების სულისკვეთებას, საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების დაკვეთას, რომ პარლამენტი დაკომპლექტებული იყოს მრავალპარტიულით, იმ პროპორციით, რა პროპორციითაც თვითონ მოსახლეობა აგვირჩევს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავთანხმდებით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google