ახალი ამბები
ანზორ ბიწაძე - შემდეგი ეტაპი რა არის? პარლამენტში რემონტი გამოცხადდება და არჩევნებს გააუქმებთ?
შემდეგი ეტაპი რა არის? პარლამენტში რემონტი გამოცხადდება და არჩევნებს გააუქმებთ?- ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

ანზორ ბიწაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ „სამარეს ითხრის“.

“"ქართულ ოცნებას" წერაქვი უჭირავს ხელში და თანმიმდევრულად და ჯიუტად ითხრის პოლიტიკურ სამარეს. შემდეგი ეტაპი რა არის? პარლამენტში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რემონტს დაიწყებენ და არჩევნებს გააუქმებენ ამ მიზეზით? არავინ არის ხუმრობის ხასიათზე, მაგრამ რთულია სერიოზულად საუბარი იმ გროტესკულ სანახაობაზე, რაც დღეს პარლამენტთან ვიხილეთ",-აცხადებს ბიწაძე.
FaceBook Twitter Google