ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნების“ რეიტინგს უკვე ვერანაირი ბუღალტერია და კვლევა ვერ უშველის“.
„დადგა დრო, როდესაც ყველა თანხმდება ერთ ჭეშმარიტებაზე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური მმართველობა დასრულდეს“. - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ შიდა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის საერთო მაჩვენებელი წინ უსწრებს მმართველი პოლიტიკური გუნდის რეიტინგს, რის მიხედვითაც მმართველი გუნდი არჩევნებს წააგებს.
„აღნიშნული კვლევა „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფულია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ და ნინო ბურჯანაძე რაღაც ციფრს არ ააცილონ. ამ კვლევაში ჩემს პარტიას ერთი და იგივე მაჩვენებელია აჭარაში, სადაც ტრადიციულად გაცილებით დიდი მხარდამჭერი გვყავს და ერთერთ რაიონში, სადაც არც პარტიული ოფისი გვაქვს , არც გამორჩეული მხარდამჭერთა ოდენოდა და ბოლო დროს დიდი აქტივობაც არ გვქონია.
ერთი რამ ცალსახაა - „ქართული ოცნების“ რეიტინგს ვერანაირი ბუღალტერია და კვლევა ვერ უშველის, იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს. დადგა დრო როდესაც ყველა თანხმდება ერთ ჭეშმარიტებაზე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური მმართველობა დასრულდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სისტემა შეიცვალოს, რათა ხელისუფლების უზურპაცია ერთპიროვნულად ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს.“- განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google