ახალი ამბები
"სამართლიანობის აღდგენის დროშით მოსული ოცნება ამორალური გახდა და ყველანაირ მორალურ უპირატესობას კარგავს"- ბიწაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება
„ქართული ოცნება“ შვილმკვდარ მამას არ აძლევს საშუალებას დაადგინოს ჭეშმარიტება თუ რას შეეწირა მისი შვილი“- ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.
როგორც ბიწაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მმართველი პარტია ამორალური გახდა და ყველანაირ მორალურ უპირატესობას კარგავს:

"როგორ მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში?! მან ამოიღო სამართლიანობის აღდგენის დროშა და ამ ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში. დღეს კი ჩვენ მივიღეთ პოლიტიკლური ძალა, რომელიც შვილმკვდარ მამას არ აძლევს საშუალებას დაადგინოს ელემენტარული ჭეშმარიტება თუ რას შეეწირა მისი შვილი. კონკრეტულად მაჩალიკაშვილისა და ამავდროულად სხვა რეზონანსული საქმეების გამო, "ქართული ოცნება" ამორალური გახდა. ისინი ყველანაირ მორალურ უპირატესობას კარგავენ ნებისმიერ მათ მოწინააღმდეგესთან. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? - ლაპარაკია იმაზე რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს შვილმკვდარი მამის მოთხოვნით. ეს არამხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ელემენტარულად ნორმალური გამოძიება არ ტარდება, რომელიც საზოგადოების მხრირიდან ნდობით ისარგებლებს და კაცი გაიგებს რას შეეწირა მისი შვილი"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ბიწაძემ.

რაც შეეხება პარლემენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში პარლამენტში მსგავსი კომისიის შექმნას არანაირი ეფექტი არ ექნება.

"თუ მოქმედი უმრავლესობის წევრები იქნებიან ამ საგამოძიებო კომისიაში, დღევანდელი პარლამენტი კომფიგურაციით რა თქმა უნდა ასე იქნება, რომლებიც გამოდიან და ყოველ მეორე სიტყვაში უკანმოუხედავად ატყუებენ ყველას და ყველაფერს, რა თქმა უნდა ასეთი სგამოძიებო კომისია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პიარის თვალსაზრისით შექმნილი და მსგავსი საგამოძიებო კომისია სიმართლეს ვერ დაადგენს"- თქვა ბიწაძემ.
FaceBook Twitter Google