ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე : მოვა დრო და მომავალი თაობა შეაფასებს, რომ ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის გადასარჩენად სწორედ ჩემი და ჩემი გუნდისგან გახლდათ გახმოვანებული.

„ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა ის ფაქტი,რომ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუნდაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის პირველი პირები რომ ჩასულიყვნენ მოსკოვში და მოლაპარაკება ეწარმოებინათ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს ჩვენ შედეგად არ გვექნებოდა არც ლავროვის აფხაზეთში ვიზიტი, არც ის სამხედრო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითად ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჯარისო ნაწილები რუსეთის სამხედრო შენაერთებს შეურთდნენ და არც შ-300 იდგმებოდა აფხაზეთში, რომელიც პირდაპირ დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებებისა და განცხადებების შედეგად მივიღეთ,“- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.როგორც მან განაცხადა, აუცილებლად მოვა დრო და მოხდება იმ პოლიტიკური რეალობის შეფასება, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მაშინ გამოჩნდება, რომ ერთადერთი სწორი გზა, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეეძლო გახმოვანებული იყო სწორედ ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან.
FaceBook Twitter Google