განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: თავის თავს თუ ელაპარაკება „ქართული ოცნება“ და სხვა ჰგონია, მაშინ სხვა დიაგნოზია და საქმე ძალიან ცუდადაა!

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის შემოთავაზებულ მშვიდობის მემორანდუმს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ამ მემორანდუმს უერთდება და თუ „ქართული ოცნება“ თავს მოაბამს და ტექსტს მიაწოდებს, ხელსაც მოაწერენ.

 

„ათასჯერ ვთქვი, რომ შევუერთდები და თუ ოდესმე „ქართული ოცნება“ ამ ტექსტს მოგვაწოდებს, ძალიან დაგვავალებს, თუ არა და ნუღარ დაგვისვამთ შეკითხვებს ჟურნალისტები ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ვთქვით პირველსავე დღეს რომ, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი სიტყვებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს არ ცვლის ჩვენ მაინც შეუერთდებით, იმიტომ რომ განვაცხადებთ სურვილს, რომ ჩვენც გვინდა ქვეყანაში არჩევნები სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იმას ვერ მოაბა თავი, რომ ჯერ ეს ტექსატი გაეგზავნა იმეილზე თუნდაც ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ის მაინც მოეხერხებინა და რომელიმე პარტიისთვის ის მაინც ეთქვა, რომ დაგვიდასტურეთ რომ კონსულტაციები იყოო.

„არც ერთ პარტიასთან კონსულტაცია არ ყოფილა მემორანდუმთან დაკავშირებით და თავის თავს თუ ელაპარაკება „ქართული ოცნება“ და სხვა ჰგონია, უკვე მაშინ სხვა დიაგნოზია და საქმე ძალიან ცუდადაა“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30