განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან მალე მავთულხლართები საქართველოში აღარ იქნება!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, გორის რაიონის სოფელ ვარიანის მოსახლეობას შეხვდა, გააცნო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა, ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანო მაჭარაშვილი წარუდგინა და აღნიშნა, რომ მთელი რიგი რაიონები მაჟორიტარი დეპუტატების გარეშე დარჩნენ, რის გამოც მოსახლეობა ძალიან წუხს.

,,ეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ხელისუფლების მიერ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებთან.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა , კვლავ გაამახვილა ყურადღება იმ გაუსაძლის პირობებზე და მდგომარეობაზე, როგორშიც იმყოფება თითქმის მთელი საქართველო.

,,ვარიანის მოსაზღვერე სოფელში, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში, რუსული სამხედრო ჯარი დგას და მოსახლეობას, ბუნებრივია, ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უბლოკო სტატუსის გამოცხადება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მშვიდობა და ის, რომ ე.წ. საზღვარი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან გადმოინაცვლა საქართველოს გულში, ისევ დაბრუნდეს ძველ ადგილას - იქ, სადაც უნდა იყოს საქართველოს ოფიციალურად აღიარებული საზღვრების მიხედვით. რა თქმა უნდა, სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია, ეს საზღვრები არის უმსგავსობა და მე ადამიანებს დავპირდი და კიდევ ერთხელ ვპირდები, რომ ეს მავთულხლართები საქართველოში, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან მალე აღარ იქნება.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google