განცხადებები
ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადიგენში ახალციხესა და ბორჯომში იმყოფებოდა

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი , წინასაარჩევნო პროგრამით, ახალციხეში, ადიგენში და ბორჯომში იმყოფებოდა, შეხვდა იქაურ მოსახლეობას.

,,სამწუხაროდ, ადიგენშიც, ახალციხეშიც, ბორჯომშიც, ყველგან არის ერთი და იგივე პრობლემა ისევე, როგორც მთელ საქართველოში. მოსახლეობა მიტოვებულია, ისინი უყურადღებობით არიან შეწუხებულები. მაგალითად, ადიგენში გვითხრეს, რომ სოფელში, არც გუბერნატორი, არც ადგილობრივი ხელისუფლების სხვა რომელიმე წარმომადგენელი, თვალით არ უნახავთ ამდენი წლის განმავლობაში. მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაშია, არის საშინელი უმუშევრობა. გარდა ამისა, ადამიანები შრომობენ , შესანიშნავი ხარისხის კარტოფილი მოყავთ, მაგრამ მოსავლის დიდი ნაწილი უფუჭდებათ და იძულებულები არიან გადაყარონ, რადგან არ არის გასაღების ბაზარი“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსახლეობას დაპირდა, რომ არჩევნებში მისი პოლიტიკური გუნდის გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად იქნება უვიზო მიმოსვლა რუსეთთან. შესაბამისად , გაიხსნება რუსული ბაზარი პროდუქციის გასაღებისათვის, ამუშავდება საწარმოები, ადამიანები დასაქმდებიან და მათი შრომა წყალში არ იქნება გადაყრილი.

,,აქ სოფლების ძირძველ მკვიდრებთან ერთად აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობაც ცხოვრობს. მათ აქვთ საერთო გულისტკივილი და გაჭირვება, იმიტომ რომ არიან არაკეთილსინდისიერი და უგუნური ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხალხის შორის შუღლის, კონფლიქტის ჩამოგდებას და მათი ფაქიზი გრძნობებით მანიპულირებას. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ იმიტომ შეარჩია ეს ადგილი, რათა ყველა ერთად მოსულიყო ამ შეხვედრაზე და მომხდარიყო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მისი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოს არც ერთ კუთხეში აღარ განმეორდეს.

,,ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობიანი თანაცხოვრება , შრომის შესაძლებლობა და ის, რომ მათ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი ოჯახებისა და შვილებისათვის. ვპირდები, რომ ყველა პრობლემას, რაც ამ ადამიანებს აქვთ ეტაპობრივად მოვუგვარებ.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამ ქალაქს აქვს უნიკალური საკურორტო შესაძლებლობები , რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული და შეპირდა იქაურ მოსახლეობას, რომ ,, ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოაწესრიგებს და დაალაგებს ვითარებას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის გარეთ. გაიხსნება უვიზო მიმოსვლა რუსეთთან და ეს, კოიდევ უფრო ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

,,ბორჯომის ხეობაში ძალიან სეიოზული პროცესი მიმდინარეობს - იჩეხება ტყე და ამას ახსნა არ აქვს. ჩვენ, აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ აღარ იჩეხებოდეს ხეები . ჩვენ, ყველანაირად ვეცდებით, რომ ის ადგილობრივი, ლოკალური პრობლემები - მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - რომლებიც ბორჯომის მოსახლეობას აქვს, ძალიან მალე მოვაგვაროთ, სერიოზულად განვავითარებთ ეკონომიკას და ბორჯომი გამოაჩენს თავის სახეს.“ -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

,,ნინო ბურჯანააძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოუწოდა ადამიანებს, ხმა მისცენ მის პარტიას, შემოხაზონ სამიანი, რის შედეგადაც ქვეყანაში მოგვარდება ყველა სოციალური, შიდა თუ გარე პრობლემა .

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30