განცხადებები
ნინო ბურჯანაძე ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ შეასრულებს დაპირებებს და პირნათელი იქნება მოსახლეობის წინაშე

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას სამეგრელოში. დღეს, ნინო ბურჯანაძე, სენაკის მოსახლეობას შეხვდა.

,,მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს შეხვედრისათვის. ძალიან თბილი და საინტერესო შეხვედრა იყო და მართლა ძალიან დიდი მუხტი მივიღე პირადად მე იმიტომ, რომ სამეგრელოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ყველაფერი ძალიან სწორად ესმის. ისინი, ძალიან გულნატკენები არიან იმით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ახლა სამეგრელოს გამოყენებას თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობს . ამ ადამიანებს, ძალიან კარგად ახსოვთ, რომ ყველა ის შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა, სამეგრელოს ძალიან ძვირად დაუჯდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მოსახლეობა აღარ მისცემს საშუალებას არც ერთ პოლიტიკოსს, რომ საკუთარი ინტერესებისათვის, ქვეყნის კი არა, საკუთარი ინტერესებისათვის, გამოყენებინოს თავისი თავი. მე მჯერა, რომ ეს რაიონი, ჩვენ, გვერდში დაგვიდგება და მხარს დაგვიჭერს და მინდა, რომ მათაც სჯეროდეს ჩვენი. რასაც დღეს ვამბობ ქვეყნის გამთლიანებასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით, რაიონის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, აუცილებლად იქნება შესრულებული და ჩვენი გუნდი პირნათელი იქნება ამ ადამიანების წინაშე.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღესვე, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, შეხვედრებს ცაიშისა და ზუგდიდში გამართავს.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30