განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: ,, ვპირდებით სრულიად საქართველოს, სამეგრელო ჩიხი აღარ იქნება!“

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას სამეგრელოში. სენაკის შრემდეგ, ნინო ბურჯანაძე, ცაიშსა და ზუგდიდში შეხვდა ამომრჩელებს.

,,ცაიში, ისევე როგორც მთელი სამეგრელო, ნამდვილად მისახედია და დიდი ყურადღება სჭირდება. მოვუწოდებ ყველას, აქ, ამ არაჩვეულებრივ, ერთ დროს მდიდარ სოფელში, რომ დაგვიჭირონ მხარი და ხმა მოგვცენ ჩვენ - ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას“. _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

,,ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მას და მის პოლიტიკურ გუნდს შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც არის დღეს.

,,სამეგრელო გახდა ჩიხი, იმის გამო, რომ მოუგვარებელია აფხაზეთის პრობლემა და გზა არის დაკეტილი. მე, ვპირდები სამეგრელოს და სრულიად საქართველოს - ჩვენ ნამდვილად გავაქვს იმისი რესურსი, რომ მოვაგვაროთ რუსეთთან ურთიერთობა, მოვაგვაროთ ის, რომ სამეგრელო ჩიხი აღარ იყოს - დავიწყოთ მოლაპარაკება აფხაზეთთან და ოსეთთან, პარალელურ რეჟიმში კი, ფეხზე დავაყენოთ ქართული ეკონომიკა იმით, რომ გავხსნათ უვიზო მიმოსვლა და გავხსნათ რუსული ბაზარი. ასე, რომ ყველას გთხოვთ, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცეთ უფლება, რომ სამეგრელო გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30